სიახლე 

ფოთის სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა 15 03 21

დღეს ფოთის ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  ჩვენ ფოთის საგანმანათლებლო რესურსს-ცენტრის უფროსს გოჩა ქორქიას ვესაუბრეთ, რომელმაც აღნიშნა რომ ფოთის პირველი, მე-2-ე და მე-3-ე,  საჯარო სკოლა დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს სწავლას ,რადგან აღნიშნულ სკოლებში კოვიდ შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა დაფიქსირდა. რაც შეეხება მოსწავლეთა დასწრებას ქორქიას განცხადებით დღეს მოსწავლეთა 25% გამოცხადდა. აღსანიშნავია,რომ  ყოველ ორ კვირაში პედაგოგთა გეგმიური ტესტირება მიმდინარეობს ამასთან,  ეპიდემიოლოგებთან შეთანხმებით, მოსწავლეთა დაბალი დასწრების მაჩვენებლის საფუძველზე.შესაძლოა ფოთში, ყველა საჯარო თუ კერძო სკოლაში სწავლა დისტანციურ ფორმატში გაგრძელდეს.

მსგავსი სტატიები