სიახლე 

საქართველოში კორონავირუსის 1 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 3 722-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში ვაქცინაცია 81 076-მა მოქალაქემ გაიარა. ირაკლი კობახიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „სინოფარმის“ ვაქცინა გაიკეთა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში „ფაიზერის“ მილიონი დოზა ვაქცინა მესამე კვარტალში შემოვა. „ფაიზერთან“ მილიონ დოზაზე კონტრაქტი თითქმის ბოლომდეა მიყვანილი, რომელიც ქვეყანაში მესამე კვარტალში, რამდენიმე ეტაპად უნდა შემოვიდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. საქართველოში „სინოვაკით“ ვაქცინაციის დაწყება მომავალ კვირაში იგეგმება. ჩინური ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაციის მინიჭებას ელოდება, თუმცა მას საკმაოდ კარგი პირველადი შეფასება აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამეცნიერო ექსპერტთა კომიტეტის მხრიდან. კორონავირუსის ახალი შემთხვევიდან 1 390 სამეგრელო ზემო სვანეთში 73 შემთხვევა გამოვლინდა სამეგრელოს რეგიონში პაციენტები რუხის,სენაკის,აბაშის კლინიკებში,ფოთისა და ზუგდიდის ჰოსპიტალებში მკურნალობენ. ამ დროისთვის რუხის კლინიკაში იმყოფება – 159 კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 40კოვიდ პაციენტი, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 28 ,სენაკი ლაზიკა მედში – 52 პაციენტი. ფოთში გასული კვირის კოვიდ სტატისტიკაზე ნინო ლეფსაია გვესაუბრება.

მსგავსი სტატიები