სიახლე 

დღეს ფოთში კოვიდ 19-ის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 776 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. გიორგი ღიბრაძეს ვაქცინაცია ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაუტარდა. როგორც ოპერაციული შტაბის უფროსმა აღნიშნა, აცრა ეფექტური საშუალებაა, რომელიც შესაძლებლობას ქმნის, ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს. საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ. მათ აცრა ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (რესპუბლიკური საავადმყოფო) ჩაიტარეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი,კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. „ვაქცინა სიცოცხლის გადარჩენას უწყობს ხელს. მნიშვნელოვანია ვაქცინაციის გავლა. თუ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ვაქცინები ხელმისაწვდომია, გთხოვთ, აიცერით, როდესაც თქვენი ჯერი დადგება“, – განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა. კორონავირუსის 776 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო ზემო სვანეთში 84 შემთხვევა გამოვლინდა სამეგრელოს რეგიონში პაციენტები რუხის,სენაკის,აბაშის კლინიკებში,ფოთისა და ზუგდიდის ჰოსპიტალებში მკურნალობენ. ამ დროისთვის რუხის კლინიკაში იმყოფება – 149 კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 40კოვიდ პაციენტი, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 28 ,სენაკი ლაზიკა მედში – 59 პაციენტი. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ფოთში გასული 24საათის განმავლობაში კოვიდ 19ის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი სტატიები