ფოთის საბიბლიოთეკო სამკითხველო დარბაზს გურამ დოჩანაშვილის სახელი მიენიჭა 14 05 21
ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანების სამკითხველო დარბაზს ქართველი კლასიკოსი მწერლის გურამ დოჩანაშვილის სახელი მიენიჭა. საზეიმო ცერემონიალს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ფოთის და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი დაესწრნენ და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. ლიტერატურული სალონის ,,გულის სამელნე’’-ს წევრებმა მწერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე,მოკლე ლიტერატურული მიმოხილვა , ,,სიტყვის ოსტატი” წარმოადგინეს. ბიბლიოთეკის ფოიეში გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებთა გამოფენა მოეწყო. ქართველი მწერალი გურამ დოჩანაშვილი ლიტერატურული შემოქმედებისათვის დაჯილდოებული იყო ვაჟა ფშაველას სახელობის პრემიით, ხოლო ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მწერალს ლიტერატურული პრემია „საბა“ გადაეცა .გურამ დოჩანაშვილს ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება 2019 წელს მიენიჭა.