სიახლე 

რა გავლენა იქონია COVID 19 -მა ფოთელ მოსახლეობაზე 14 05 21

კორონავირუსმა თითქმის წელიწადნახევარია  მოიცვა და თავდაყირა დააყენა მთელი სამყარო,მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა, საქმიანობის პრაქტიკულად ყველა სფერო.პანდემიამ სამუდამოდ შეცვალა ადამიანების ზოგიერთი ქცევა და ყოველდღიური ცხოვრების  წესი.

 კორონავირუსმა ყველაზე მეტად მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები დააზარალა, გაუფასურდა ლარი დოლართან მიმართებაში, გაძვირდა საწვავი, მოიმატა ფასებმა პროდუქტებზე, გაძვირდა იმპორტისა და ექსპორტზე დაწესებული  ფასები.  2 ლოქდაუნის დროს,დაიხურა რესტორნები, სავაჭრო ქსელები და ქვეყანა კარგავდა მილიონობით ლარს. ეპიდაფეთქების შემდეგ პირველი დარტყმა ავიაციის სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს. ეს ეხება როგორც ავიაკომპანიებს, ასევე თვითმფრინავების მწარმოებლებს. მიზეზი რაღა თქმა უნდა შეჩერებული ფრენები გახდა,რამაც  ყველაზე დიდი დარტყმა ტურიზმის სექტორს მიაყენა, ყველა იმ სფეროს ჩათვლით, რომელიც ერთიანობაში ამ ინდუსტრიას ქმნის.საქართველოს ეკონომიკა ტურიზმის შემოსავლებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ აღნიშნული სექტორია რეგიონებში მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყარო.

ფოთში ტურიზმის სექტორისთის მეტად დამაზიანებელი აღმოჩნდა 2020წელი და 2021 წლის პირველი ნახევარი,დაიხურა ყველა ტურისტული ობიექტი. არ მუშაობდა სასტუმროები და  არც შიდა ტურიზმით ყოფილა ქალაქი განებივრებული.

ფოთში რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ საკვები ობიექტებიც. მდგომარეობის გართულებამდე, პროცესს შედარებით ასტაბილურებდა რეზიდენტების მხრიდან მოხმარება, თუმცა მომატებული შემთხვევებიდან გამომდინარე, არსებული ფონი დამძიმდა და უმეტესი მათგანი  დაიკეტა,ზოგი დროებით ზოგიც სამუდამოდ.

ქალაქში ყველაზე დიდი დარტყმა სავაჭრო ქსელში ჩართულმა ადამიანებმა მიიღეს მათ თვეების განმავლობაში  მოუწიათ სავაჭრო ობიექტების დახურვა, რამაც მათი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად დააზიანა. დაიხურა ობიექტები და ასობით ადამიანი დარჩა უმუშევარი.

კორონავირუსული პანდემია,მთელ მსოფლიოზე და მათ შორის საქართელოზე მძიმედ აისახა, ფოთში დაიხურა რესტორნები,სასტუმროები, სავაჭრო ობიექტები ადამიანებმა დაკარგეს სამუშაო ადგილები, საგრძნობლად იკლო ტურიზმმა,რაც ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიურ მდგომარეობაზე  მძიმედ აისახა. იმისათვის,რომ ქალაქი ჩეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს, პანდემია უნდა დასრულდეს.

მსგავსი სტატიები