სიახლე 

ირაკლი კობახიძის კომენტარს დავით ხომერიკმა უპასუხა 17 05 21

პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის მორიგი შეხვედრა გაიმართა, დღევანდელ სხდომაზე პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით ერთმანეთს საკუთარი ხედვები გააცნეს .მომავალ კვირას საარჩევნო რეფორმა ვენეციის კომისიას გადაეგზავნება, რის შემდეგაც საპარლამენტო განხილვები დაიწყება. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით და აღნიშნა რომ „ნაცმოძრაობა შემოვა თუ არ შემოვა პარლამენტში, ამას არც სუბიექტურად და არც ობიექტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ეს კიდევ მათი გადასაწყვეტია’’აღნშნულ საკითზე ჩვენ,ოპოზიციური პარტიის, ,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ფოთელ ლიდერს, საკრებულოს წევრს, დავით ხომერიკს ვესაუბრეთ,როგორც მან აღნიშნა ,,ნაციონალური მოძრაობა’’ იმ გადაწყვეტილებას მიიღებს,რომელიც სასარგებლო იქნება,როგორც პარტიისთვის ისე ქვეყნისთვის.  შეგახსნებთ, რომ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, პარლამენტში საარჩევო რეფორმასთან დაკავშირებით რიგით მეორე შეხვედრა დღეს შედგა.შევა თუ არა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ პარლამენტში ეს მომავალი კვირის ბოლოს, პარტიის მიერ, რეგიონებში კონსულტაციის შემდეგ გახდება ცნობილი.

მსგავსი სტატიები