სიახლე 

მიმდინარეობს თუ არა თანამდებობის პირების პოლიტიკური ნიშნით დევნა ? 17 05 21

როგორც ცნობილია ფოთის მერიაში თანამშრომლები დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. პირველები ვინც თანამდებობა დატოვა მერის მოადგილეები პაატა ლაგვილავა და კონსტანტინე თოფურია იყოამასთან  თანამდებობიდან გაათავისუფლეს ფოთის სერვისების ცენტრის თანამშრომლებიც : მინდია ბარამია და ხვიჩა დოლბია. სავარაუდო მიზეზი,კი  გიორგი გახარიას გუნდის წევრობაა.ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა როგორია ფოთელების აზრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მოსახლეობის ნაწილს ვესაუბრეთ, როგორც მოსახლეობის ნაწილი აცხადებს,მათთვის პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა გაუმართლებელია. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით,  ჩვენ ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფოთელ ლიდერს, დავით ხომერიკს ვესაუბრეთ,როგორც მან აღნიშნა, ,,აღნიშნული საკითხი მანიპულაციაა და,,გახარიას გუნდისთვის’ ადამინების მობილიზება, და არ შეიძლება ამას პოლიტიკური დევნა ეწოდოს’’შეგახსენებთ,რომ 11 მაისს თანამდებობიდან გაათავისუფლეს ფოთის მერის მოადგილე პაატა ლაგვილავა,ფოთის ვიცე-მერი კოტე თოფურია,სენაკის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მარტვილის მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია. თანამდებობიდან გათავისუფლების სავარაუდო მიზეზი, გახარიას გუნდის წევრობაა, გავრცელებული ინფორმაციით კი, გათავისუფლების შესახებ ბრძანებას, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული კოორდინატორი დავით გვიშიანი იძლევა.

მსგავსი სტატიები