სიახლე 

ფოთის სერვისების ცენტრის თანამშრომელი, მინდია ბარამია გაათავისუფლეს 17 05 21

ფოთის სერვისების ცენტრის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი ,მინდია ბარამია თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც ის აცხადებს, მას თანამდებობის ნებაყოფლობით  დატოვებისკენ მოუწოდებდნენ, უარის თქმის შემდეგ კი,  გაათავისუფლეს. მისი ინფორმაციით, მასთან ერთად, თანამდებობიდან,ამავე ცენტრის სპეციალისტი, ხვიჩა დოლბაია გაათავისუფლეს.ბარამია აღნიშნულ ფაქტს  გიორგი გახარიას თანაგუნდელებთან მეგობრობას უკავშირებს., და სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს. როგორც ის აცხადებს : ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, შეუერთდება თუ არა გახარიას გუნდს.  შეგახსენებთ რომ რამდენიმე დღის წინ ფოთის მერის ორმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა.

მსგავსი სტატიები