„კურსორის“ სტუმრები არიან ბაჩუკი სულამანიძე და ილია ბოკუჩავა 17 05 21
14,15,16 მაისს, თბილისში, საქართველოს ჩემპიონატი, შერეულ ორთაბრძოლებში, მოყვარულებს შორის ჩატარდა.
ასაკი : 12 დან 25 წლამდე.
ფოთიდან სამმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ორი პირველი ადგილის მფლობელები და შესაბამისად ჩემპიონები გახდნენ.
1 ადგილის მფლობელები გახდნენ: ილია ბოკუჩავა, 14-15 წელი, -48 კილოგრამ წონით კატეგორიაში და ბექა კორტავა 16-17 წელი, -77 წონით კატეგორიაში.
მე 2 ადგილის მფლობელი გახდა : ლუკა ბართაია,12-13 წელი, -58 წონით კატეგორიაში.
დღევანდელი კურსორის სტუმრები არიან : სამეგრელო ზემო-სვანეთის,შერეული ორთაბრძოლების ფედერაციის პრეზიდენტი, ბაჩუკი სულამანიძე და ტურნირში გამარჯვებული : ილია ბოკუჩავა.