სიახლე 

ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19 -ის 35 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

საქართველოში კორონავირუსის 1 562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. „სინოვაკის“ ვაქცინის ადმინისტრირება მომავალ კვირაში დაიწყება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ ახლა გვაქვს 100 000 ათასი „სინოვაკი“ რეზერვში, რომლის ადმინისტრირებაც მომავალ კვირაში დაიწყება. მანამდე ორი-სამი დღით ადრე გამოცხადდება, გაიხსნება პორტალზე შესაბამისი ფანჯრები იმ ადამიანებისთვის, ვისაც „სინოვაკით“ აცრა უნდა. დაახლოებით იგივე ფორმატი იქნება, რაც გახლავთ „სინოფარმზე“, 18 წლის ზემოთ. 100 000 დოზა ნიშნავს 50 000 ადამიანის ორჯერად აცრას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, „სინოვაკის“ მეორე დოზა, განსხვავებით „სინოფარმისგან“, კეთდება ორიდან ოთხი კვირის ვადაში, ანუ 14-დან 28 დღის ფარგლებში. ჩვენ ახლა გავდივართ პიკს. გარკვეულწილად, ვართ პიკის დაღმავალ ფერდზე. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას აუცილებელი რეგულაციების სათანადოდ დაცვისკენ მოუწოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ მსოფლიო „ვაქცინების აპართეიდის“ ეტაპზეა. ამის შესახებ გებრეიესუსმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ვაქცინების გაზიარების ნაკლებობა არის პრობლემა, შესაბამისი გამოსავალი არის უფრო მეტი ვაქცინის გაზიარება. კორონავირუსის  1562 ახალი შემთხვევიდან  სამეგრელო ზემო სვანეთში 123 შემთხვევა გამოვლინდა სამეგრელოს რეგიონში პაციენტები რუხის,სენაკის,აბაშის კლინიკებში,ფოთისა და ზუგდიდის ჰოსპიტალებში მკურნალობენ. ამ დროისთვის რუხის კლინიკაში იმყოფება – 161კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 39კოვიდ პაციენტი, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 28,სენაკი ლაზიკა მედში – 53 პაციენტი. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში,  კოვიდ-19-ის 35 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი სტატიები