როგორ ჩატარდება “ბოლო ზარი“ ფოთის სკოლებში. 18.05.21
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებში “ბოლო ზარი“ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდება.რეკომენდაციების თანახმად, შესაძლებელია “ბოლო ზარის“ ღონისძიების ორგანიზება მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე.თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს. საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე და დაიცვას საჭირო დისტანცია.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,ჩვენ ფოთის მე-8 საჯარო სკოლის დირექტორს ჭაბუკი ქოიავას ვესაუბრეთ,როგორც ის აღნიშნავს ფოთის ყველა საჯარო თუ კერძო სკოლაში ,,ბოლო ზარის’’ ღონისძიებები,სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდებააღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ მოსწავლეთა ჯგუფური გასვლითი აქტივობების, ექსკურსიებისა და საზეიმო წვეულებების, ბანკეტების გამართვა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.