სიახლე 

ფოთელმა მოჭიდავემ წარმატებას მიაღწია 18 05 21

ფოთელმა მოჭიდავემ ,მალხაზ ხელაიამ ,ქალაქ ბუქარესტში გამართულ სართაშორისო ტურნირზე, თავისუფალ ჭიდაობაში, წარმატებას მიაღწია და ჩატარებული 4 შეხვედრის შემდეგ პირველი ადგილი მოიპოვა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფოთელ სპორტსმენს ,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის , განათლების , ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ზურაბ ტიბუა შეხვდა, გამარჯვება მიულოცა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.  ჩვენთან საუბარში ზურაბ ტიბუამ განაცხადა, რომ  ,,თავისუფალი ჭიდაობა ‘’ პრიორიტეტულია, როგორც ოლიმპიური სახეობა  და აღნიშნა რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ფოთში,სწორედ  სპორტის განვითარებაა.აღსანიშნავია,რომ ევროპის ჩემპიონატი , თავისუფალ ჭიდაობაში ივნისის თვეში გაიმართება,რომელშიც მალხაზ ხელაია მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი სტატიები