სიახლე 

18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება 18 05 21

18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება.1977 წელს, მუზეუმების საერთაშორისო კავშირის მე-11 გენერალურ კონფერენციაზე ,საბჭოთა დელეგაციის ინიციატივით, ამ პროფესიული დღის დაწესების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება.1978 წლიდან კი მსოფლიოს 150 ქვეყანაში აღინიშნება. ამ დღეს მუზეუმებში ღია კარის დღეები, სამეცნიერო კონფერენციები და სხვა ღონისძიებები ეწყობა.თუმცა უკვე მეორე წელია, პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციებიდან გამომდინარე, მუზეუმებში,მასშტაბური ღონისძიებები არ იგეგმება.აღნიშნულ თემაზე ჩვენთან ინტერვიუში, ,,ფოთის კოლხური მუზეუმი’’-ს მმართველმა ელენე გაბლიანმა ისაუბრა.აღსანიშნავია,რომ ,,ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი’’ ყველა ვიზიტორს,მუზეუმის ორი საგამოფენო სივრცის დათვალიერებას, უფასოდ სთავაზობს.

მსგავსი სტატიები