სიახლე 

18 მაისს ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება 18 05 21

18 მაისს ,საქართველოს მასშტაბით ეროვნული სამოსის დღე  აღინიშნება. მისი მიზანი ქართული კულტურის პოპულარიზაცია და ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანაა.  მსოფლიოში ბევრი ქვეყანაა, რომლებიც დღემდე  ყოველდღიურობაში ინარჩუნებს ეროვნულ სამოსს,არიან ისეთი ქვეყნებიც, რომლებსაც ეროვნული სამოსი სამუზეუმო ექსპონატად უქცევიათ და მხოლოდ განსაკუთრებულ დროს გამოამზეურებენ ხოლმე,სწორედ ამ უკანასკნელს მიეკუთვნება საქართველო.დღეს ფოთის სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებელში ,ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით გამოფენა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს ყველა კუთხის დამახასიათებელი სამოსი. რთული პანდემიური ვითარების გამო, გამოფენას დამსწრეები არ ჰყოლია, ის ონლაინ ფორმატში გადაინაცვლებს და ნამუშევრები ინტერნეტსივრცეში განთავსდება. როგორც სამხატვრო,სახელოვნებო სასწავლებლის პედაგოგმა მაია გვასალიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა : ,, სამხატვრო სასწავლებლის მოსწავლეებს საშუალება აქვთ,ისწავლონ,როგორ დააპროექტონ, თანამედროვე ტანსაცმელი,ნაციონალური ელემენტებით’’შეგახსენებთ,რომ  18 მაისი ,,ეროვნული სამოსის დღე’’ კორონავირუსული პანდემიის გამო, მოკლრძალებულად კოვიდრეგულაციების სრული დაცვით აღინიშნა

მსგავსი სტატიები