სიახლე 

ეიპიემ ტერმინალს ფოთი 10 წლის გახდა 18.05.2021

ეიპიემ ტერმინალსი საქართველოში უდიდესი მრავალმიზნობრივი, ფოთის საზღვაონავსადგურის ოპერირებას 2011 წლის მაისიდან შეუდგა. გასული ათი წლის განმავლობაში, ფოთისსაზღვაო ნავსადგურის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებისა დამოდერნიზაციის კუთხით განხორციელდა 85 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია, რომელიცმიმართული იყო მოძველებული საპორტო ინფრასტრუქტურისა და ტექნიკის, სანავსადგურეფლოტის, საბაჟო ცენტრისა და სარკინიგზო და საავტომობილო გზების განახლებაზე.პარალელურად, გატარდა არაერთი მრავალმხრივი ცვლილება ოპერაციების უსაფრთხოებისა დაეფექტურობის გაუმჯობესების კუთხით. შედეგად, გაიზარდა ნავსადგურის საოპერაციო მოცულობა;დღესდღეობით, ნავსადგური ოპერირებს გლობალური საოპერაციო და უსაფრთხოების საუკეთესოპრაქტიკის შესაბამისად, და რაც მთავარია, მომხმარებლებზე ორიენტირებულობამმნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო ნავსადგურის მომსახურებებით მოსარგებლე მხარეებისკმაყოფილების ამაღლების მხრივ.მაერსკის გლობალური სტრატეგიის კვალდაკვალ, ეიპიემ ტერმინალს ფოთს საქართველოსეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის გრძელვადიანი ხედვა აქვს, რისი ბოლოდროინდელინათელი მაგალითიცაა ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტი. აღნიშნულიწამოწყება უმნიშვნელოვანესია დაგეგმილი ლოგისტიკური დერეფნის განვითარებისთვის, რაცგააძლიერებს საქართველოს როლს შუა აზიასა და ევროპას შორის სავაჭრო ურთიერთობებში დამნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის და სრულიად რეგიონის ეკონომიკებს. ახლახანსგამოცხადებული მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის მასშტაბური პროგრამა, რომელიც მიზნადისახავს ფოთში მცირე მეწარმეობის გამოცოცხლებას, წარმოადგენს თვალსაჩინო მაგალითსეიპიემ ტერმინალს ფოთის სისტემური მიდგომისა, რომელიც გულისხმობს სხვადასხვასოციალური პროექტითა თუ ინიციატივით ადგილობრივი საზოგადოების გაძლიერებასა დამხარდაჭერას ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა ხარისხიანი განათლება,სოციალური დაცულობა თუ მდგრადი განვითარება.“გვეამაყება, რომ ეიპიემ ტერმინალსის მმართველობის პირობებში, ფოთის საზღვაო ნავსადგურიყალიბდება თანამედროვე, სტაბილურ, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ეფექტურორგანიზაციად, ნავსადგურის კიდევ მეტად განვითარების დიდი სამომავლო გეგმებით, რაცსაბოლოო ჯამში, სხვადასხვა სახის მნიშვნელოვან სარგებელს ქმნის ფოთისთვის, საქართველოსადა სრულიად რეგიონისთვის” განაცხადა კელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა „ეიპიემ ტერმინალსფოთის“ გენერალურმა დირექტორმა.არსებული პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ნავსადგური მოკრძალებულად ხვდებააღნიშნულ საიუბილეო თარიღს. თუმცა, გვსურს ვისარგებლოთ შემთხვევით და ჩვენს თითოეულთანამშრომელს და მათ ოჯახის წევრებს, მომხმარებლებს, ფოთის მცხოვრებლებს და სრულიადსაქართველოს ვუსურვოთ ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.

მსგავსი სტატიები