სიახლე 

ბოლო 24 საათის განმავლობში ფოთში COVID 19 -ს 20 შემთხვევა დაფიქსირდა 19 05 21

საქართველოში კორონავირუსის 1 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის , ივანე ჩხაიძეს განცხადებით საქართველომ სავარაუდოდ მესამე ტალღის პიკი უკვე გაიარა. „დღეში 1 500 ინფიცირებული ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსი ისევ ჩვენთანაა, არ გამქრალა, ეს რიცხვი საქართველოსთვის ძალიან დიდია. სავარაუდოდ მესამე ტალღის პიკი ქვეყანამ გადაიარა და ეს იყო 5 მაისს. საქართველოში „სინოვაკით“ ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალი პარასკევს, 21 მაისს ამოქმედდება. მისი გამოყენება კი ორშაბათიდან 24 მაისიდანაა დაგეგმილი. ამის შესახებ „ქრონიკას“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. იმუნიზაციის პროცესში 100 000 დოზა 18-წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვისაა განკუთვნილი. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სექტორი ჯანმრთლობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას ელოდება, „სინოვაკის“ დოზები ადგილობრივი მარეგულირებლის მიერ არის ავტორიზებული, რისი დახმარებითაც საქართველო იმუნიზაციის პროცესში „სინოვაკს“ ჩართავს. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინდოეთის უახლეს დასკვნებზე დაყრდნობით, ჩინური ვაქცინა 90%- იანი ეფექტიანობით გამოირჩევა. კორონავირუსის 1 160 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო ზემო სვანეთში 110 შემთხვევა გამოვლინდა სამეგრელოს რეგიონში პაციენტები რუხის,სენაკის,აბაშის კლინიკებში,ფოთისა და ზუგდიდის ჰოსპიტალებში მკურნალობენ. ამ დროისთვის რუხის კლინიკაში იმყოფება – 156 კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 39კოვიდ პაციენტი, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 27,სენაკი ლაზიკა მედში – 55 პაციენტი. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ფოთში კოვიდ-19-ის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი სტატიები