სიახლე 

აფხაზეთობის დღესთან დაკავშირებით დევნილი მოზარდებისთვის ღონისძიება გაიმართა 19 05 21

ქალაქ ფოთში, დევნილთა დასახლებაში (გაგრის და აფხაზეთის ქუჩა) აფხაზეთობის დღესთან დაკავშირებით  დევნილი მოზარდებისთვის ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ბავშვები  ანიმატორებმა, „დისნეის“ და „მარველის“ გმირებმა, ილუზიონისტებმა და თოჯინებმა გაართეს გასართობი პროგრამა მოიცავდა ცეკვას, სიმღერას, ბოდი არტს და სხვადასხვა საბავშვო თამაშებს. ბავშვებს გაუმასპინძლდნენ ტკბილეულით და დაურიგდათ სიმბოლური საჩუქრები. 23 მაისი მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით და ლოცვა კურთხევით ეს დღე „აფხაზეთობის“ დღედ დადგინდა. 2014 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, „აფხაზეთობის“ დღესასწაულს ყოველწლიურად აღნიშნავს.

მსგავსი სტატიები