სიახლე 

აკაკი ყალიჩავამ მსოფლიო ჩემპიონატის ონლაინ საგზური მოიპოვა 19 05 21

ფოთის საჭადრაკო კლუბის მოსწავლეებმა საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი 18 და 14 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გამარჯვებით დაასრულეს. 18 წლის ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ აკაკი ყალიჩავამ 9 შესაძლებლობიდან 8 ქულით მოიპოვა. 18 წლის გოგონათა შორის მე-3 საპრიზო ადგილს დიანა ლომაია დაეუფლა. ასევე კარგად იასპარეზეს ელენე წოწონავამ და ანა სანიკიძემ. ელენე 18 წლის გოგონათა შორის მე-4 იყო. ხოლო 14 წლის გოგონათა შორის კი მე-5 ადგილი ანა სანიკიძემ დაიკავა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი გადამღები ჯგუფი ფოთის საჭადრაკო კლუბში იმყოფებოდა. ი შეგახსნებთ,,რომ აღნიშნული წარმატებით აკაკი ყალიჩავამ მსოფლიო ჩემპიონატის ონლაინ საგზური მოიპოვა სადაც ის მონაწილეობას მიიღებს 18 წლამდე ჭაბუკთა შორის.

მსგავსი სტატიები