სიახლე 

ფოთის საჯარო სკოლებში ბოლო ზარის ღონისძიებები გაიმართა 20 05 21

დღეს 20 მაისს, საქართველოს მასშტაბის, მე -12-ე კლასელებმა სწავლა დაასრულეს.მოსწავლეები თითქმის წელიწადნახევრიანი დისტანციური სწავლებიდან დღეს ,,ბოლო ზარი’’-ის აღსანიშნად სკოლებში მივიდნენ და სამუდამოდ დაემშვიდობნენ სკოლის კედლებს. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ფოთის  სკოლებში,,ბოლო ზარი’’-ის ღონისძიება რეგულაციების სრული დაცვით , ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ღია სივრცეში ჩატარდა. ჩვენი გადამღები ჯგუფი ფოთის  №8 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, მოსწავლეებმა,  სხვადასხვა მუსიკალური და ქორეგრაფიული ნომრები წარმოადგინეს  და 12 წლის შემდეგ,ბოლოჯერ დარეკეს სკოლის ზარი.ღონისძიებაზე  დაცული იყო სიციალური დისტანცია და მას  მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეები და სკოლის მასწავლებლები ესწრებოდნენდღევანდელი დღე სკოლადამთავრებულებს, ფოთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსმა გოჩა ქორქიამ მიულოცააღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ მოსწავლეთა ჯგუფური გასვლითი აქტივობები და საზეიმო წვეულებების აკრძალა

მსგავსი სტატიები