სიახლე 

შესაძლოა პური 10-დან 15 თეთრამდე გაძვირდეს 20 05 22

პურის მწარმოებლები წისქვილ-კომბინატებისგან ფქვილის შეძენას, 53 ლარის ნაცვლად 50 ლარად ითხოვენ, მათი თქმით არსებულ პირობებში მწარმოებლები, პურის ფასის დასტაბილურებას ვეღარ ახერხებენ,,, პურის მცხობელთა ასოციაცია’’-ში აცხადებენ, რომ თუ აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, პურის ფასი 15 თეთრამდე  გაძვირდება.ძირითად მიზეზად პურის მწარმოებლები, გაუფასურებულ ლარს, გაძვირებულ საწვავს და იმ იგრენდიენტებზე ფასის ზრდას ასახელებენ, რომლ;ებიც პურის წარმოებისას გამოიყენება, მათი თქმით ფქვილის სუბსიდირების პროგრამა ივლისში  იწურება, თუმცა დღეს არსებული პირობების გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, რომ პროგრამის გაგრძელების საჭიროება დღის წესრიგში კვლავ დადგეს.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ექსპერტს ვახტანგ ჭარაიას დავუკავშირდით.ყველაფრის პარალელურად, ,,ფქვილისა და ხორბლის მწარმოებელთა ასოციაცია’’-ში აცხადებენ , რომ საერთაშორისო ბაზრებზე ფასები სტაბილურდება და ფქვილის ფასი პურის მწარმოებლებისთვის ისეთ პრობლემას აღარ წარმოადგენს, როგორც ეს სუბსიდირების პროგრამის დაწყებისას იყო.

მსგავსი სტატიები