ფოთის მერიასა და ახალგაზრდულ სააგენტოს შორის შეხვედრა გაიმართა 20 05 21
დღეს, ფოთის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითველო დარბაზში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაცია,,ახალგაზრდობის სააგენტო’’-ს შორის სამუშაო შეხვედრა შედგა.
ახალგაზრდული პოლიტიკის გატარების, გაძლიერებისა და ეფექტიანი მართვის მიზნით, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას, ახალგაზრდობის სააგენტოსა და ,,კავშირი მშვიდობისა და განვითარების აკადემიას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
სხვადასხვა ეტაპების გავლის შემდგემ, ჩატარდა ონლაინ გამოკვლევები სხვადასხვა ფოკუს ჯგუფებთან. კვლევას მოწვეული ექსპერტები აწარმოებდნენ, რომლის შედეგადაც გამოვლინდა თუ რა გამოწვევეის წინაშე დგას დღეს ფოთელი ახალგაზრდობა..სწორედ კვლევა დაედება საფუძვლად მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტს და სამოქმედო გეგმის შექმნას ქალაქ ფოთში, რომელიც ახალგაზრდული სამსახურების გაძლიერებას, ადამიანური რესურსის გადამზადებას, ახალგაზრდული საჭიროებების შესწავლასა და მასზე დაფუძნებით სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმის შექმნას გულისხმობს.
აღსანიშნავია,რომ სამუშაო შეხვედრა ფოთში 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება,მემორანდუმით გათვალისწინებული სამუშაო გეგმა კი 3 წლიან პროექტს ითვალისწინებს.