ბოლო 24 საათის განმავლობში ფოთში COVID 19 -ს 26 შემთხვევა დაფიქსირდა 20 05 21
საქართველოში კორონავირუსის 1 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4 233-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში ვაქცინაცია 101 415-მა მოქალაქემ გაიარა. მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში 2021 წლის თანამშრომლობის საკითხებზე, სამომავლო გეგმებსა და COVID-19-ის საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატთან დაკავშირებით ისაუბრეს. ისრაელიდან ჩამოსული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი ზომიერიდან კრიტიკულ მდგომარეობამდე მყოფი პაციენტებისთვისაა განკუთვნილი. დღეს, 20 მაისს, 12:00 საათიდან რეგისტრაცია იწყება მათთვის, ვისაც პირველი დოზიდან 22-28 დღის ინტერვალში სურს, დარეგისტრირდეს „სინოფარმის“ (Sinopharm) ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. კორონავირუსის 1 104 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო ზემო სვანეთში 109 შემთხვევა გამოვლინდა სამეგრელოს რეგიონში პაციენტები რუხის,სენაკის,აბაშის კლინიკებში,ფოთისა და ზუგდიდის ჰოსპიტალებში მკურნალობენ. ამ დროისთვის რუხის კლინიკაში იმყოფება – 156 კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 39კოვიდ პაციენტი, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 26,სენაკი ლაზიკა მედში – 56 პაციენტი. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ფოთში კოვიდ19ის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.