სიახლე 

ბოლო 24 საათის განმავლობში ფოთში COVID 19 -ს 32 შემთხვევა დაფიქსირდა 21 05 21

საქართველოში კორონავირუსის 1 064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩინური, ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული ვაქცინის, „სინოვაკის“ სარეგისტრაციო პორტალი უკვე ამოქმედდა, იმუნიზაციის პროცესი კი ორშაბათიდან დაიწყება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პანდემიასთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული სიკვდილიანობის ოფიციალური მაჩვენებელი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შემცირებულია. „საქართველოში 300-ზე მეტი ადამიანია, ვინც კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ დაინფიცირდა. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მოგეხსენებათ, პირველ დოზას არ აქვს ისეთი დაცვა, რომ ადამიანი არ დაინფიცირდეს. თან, ზოგიერთი, მეორე, მესამე, მეოთხე დღეს დაინფიცირდა და ისინი აცრის დროს უკვე ინკუბაციურ პერიოდში იყვნენ“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მედიავებინარზე განაცხადა. მისივე განცხადებით, კორონავირუსის პირველი დოზის შემდეგ ინფიცირებული ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობაში ვირუსი მსუბუქად განვითარდა. კორონავირუსის 1 064 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო ზემო სვანეთში 104 შემთხვევა გამოვლინდა სამეგრელოს რეგიონში პაციენტები რუხის,სენაკის,აბაშის კლინიკებში,ფოთისა და ზუგდიდის ჰოსპიტალებში მკურნალობენ. ამ დროისთვის რუხის კლინიკაში იმყოფება – 158კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 40კოვიდ პაციენტი, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 12,სენაკი ლაზიკა მედში – 56 პაციენტი. ფოთში გასული კვირის კოვიდ სტატისტიკაზე ნინო ლეფსაია გვესაუბრება

მსგავსი სტატიები