„სიღნაღის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობელთა კავშირი“ დახმარებას ითხოვს 21 05 21
სიღნაღის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, მშობელთა კავშირმა, დაიწყო კამპანია “სახლი მათი მომავლისთვის”. როგორც ჩვენთან ინტერვიუში, კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკა ჯავაშვილი აღნიშნავს, შეიძლება მათ მიერ იჯარით აღებული სახლიის დატოვება მოუწიოთ,რაც რიგ პრობლემებთანაა დაკავშირებული. „ჩვენმა ორგანიზაციამ სამი წლის წინ ,იჯარით აღებულ ფართში შევძელით გაგვეხსნა, და თანდათან მოგვეწესრიგებინა შ.შ.მ. პირებისა და მათი მშობლების ინტერესებისთვის მოგვერგო სივრცე. რათა შეგვძლებოდა დღის ცენტრისა და სოციალური საწარმოს გახსნა, თუმცა ძალიან დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს ის ფაქტი რომ, სივრცე, რომლითაც, შ.შ.მ. პირები და მათი მშობლები ამჟამად სარგებლობს, ნაქირავებია. საკუთრებაში არ გვაქვს ფართი, რომელიც ჩვენს მიზნებსა და მუშაობას სიმყარეს შეძენდა“-განაცხადა ნიკა ჯავაშვილმა ჩვენთან ინტერვიუში. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ორგანიზაციას 10 000 დოლარი სჭირდება, რათა საკუთარი სახლი ჰქონდეთ და შეძლონ შ.შ.მ. პირების უკეთ რეალიზება სამყაროსთან.
შ.შ.მ. პირების დახმარება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
ანაგრიშის რეკვიზიტები:ბანკი: ს.ს. საქართველოს ბანკიანგარიშის ნომერი(ლარი.დოლარი,ევრო)GE53BG0000000131367635მიმღები : ა(აიპ) შშმ პირთა მშობელთა კავშირისაიდენტიპიკაციო კოდი: 440394574