სიახლე 

კეფალის ფესტივალის ფარგლებში მორიგი აქტივობა გაიმართა 21 05 21

დღეს ფოთში ,,ხელოვანთა სკვერი’-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ,კეფალის ფესტივალის ფარგლებში, მორიგი აქტივობა გაიმართა. ორგანიზატორებმა სკვერში განთავსებული ფესტივალის სიმბოლო განაახლეს, და დღევანდელი ღონისძიება 26 მაისს,საქართელოს დამოუკიდებლობის დღეს მიუძღვნეს. ორგანიზატორთა განცხადებით , ფესტივალის ფარგლებში,ქალაქში არაერთი აქტივობა იგეგმება.  შეგახსენებთ რომ კეფალის ფესტივალი ფოთში,2018 წლიდან, ყოველწლიურად ტარდება.

მსგავსი სტატიები