სიახლე 

გერმანიაში დასაქმებულებს ნამუშევარი საათები აუნაზღაურდებათ 21 05 21

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, სეზონურ სამუშოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული 24 მოქალაქე უმძიმეს სამუშაო პირობებშია.

მათივე ცნობით, ისინი დაპირებულ ანაზღაურებას ვერ იღებენ და მათი ხელფასი 9 ევროს ნაცვლად 3 ევროს შეადგენს.„კიდევ უფრო საგანგაშოა ის გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან.

დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელის ნინო ველთაურის განცხადებით: მოქალაქეებს, რომლებმაც დაპირებული ანაზღაურება ვერ მიიღეს ნამუშევარ საათებს აუნაზღაურებენ,თუმცა ველთაურმა ვერ დააკონკრეტა, რა პირობებით მოხდება დასაქმებულების ანაზღაურება.მისივე თქმით,აღნიშნული საკითხი გერმანულ მხარესთან ზუსტდება.

შეგახსნებთ,რომ საქართველოსა და გერმანიას შორის  გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, საქართელოს მოქალაქეებს გერმანიაში,სეზონურ სამუშაოებზე ლეგალურად დასაქმება 3 თვის განმავლობაში შეუძლიათ,ანაზღაურება კი საათში 9,5 ევროა.

მსგავსი სტატიები