გიორგი ფარეშიშვილის მხარდასაჭერად გამოფენა გაყიდვა გაიმართა 21 05 21
გიორგი ფარეშიშვილი2017-დან 2018 წლამდე იკავებდა ქალაქ ფოთის მერის მოადგილის პოზიციას. 2016 წლიდან 2017 წლამდე კი იყო ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე.მას 6 მაისს მწვავე ლეიკემია დაუდგინდა. გიორგი სამკურნალოდ უკვე თურქეთის კლინიკაში იმყოფება. მის მკურნალობასა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას კი 100.000 დოლარი სჭირდება.გიორგის მეგობრებმა მის დასახმარებლად თანადგომის კამპანია – “ერთად დავამარცხოთ ლეიკემია #ფარეშასთვის” უკვე დაიწყეს.დღეს ფოთში, ,,ფონდი ქველმოქმედი 2015’’-მა, ფოთის ქალთა კლუბმა და ,,გალერეა 34’’-მა ,გიორგი ფარეშაშვილის მხარდასაჭერად ერთობლივი გამოფენა გაყიდვა მოაწყვეს,აღსანიშნავია,რომ გამოფენა გაყიდვა,კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, რომ გიორგი ფარეშაშვილს 6 მაისს მწვავე ლეიკემია დაუდგინდა, ის უკვე სამურნალოდ თურქეთში იმყოფება და მკურნალობისთვის 100 000 დოლარი სჭირდება. გიორგის დახმარების მსურველებს კი თანხის ჩარიცხვა ანგარიშის ნომერზე შეგიძლიათ. მიმღები ბანკი “საქართველოს ბან¬კი” ბანკის კოდი: BAGAGE22 მიმღების სა-ხელი: ქეთევან ჩაჩავა, მიმღების ანგარიშის ნომერი: #GE23BG0000000128547900 მიმღები ბანკი: თიბისი ბანკი” ბანკის კოდი: TBCBGE22 მიმღების სახელი: ქეთევან ჩაჩავა, მიმღების ანგარიში: #GE49TB7639136011600001