სიახლე 

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიულ პასპორტს ნახევარ ფასად მიიღებენ 24 05 21

საქართველოს პრეზიდენტისა და იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, დიასპორის დღესთან დაკავშირებით, 24 მაისიდან 7 ივნისამდე, სპეციალური აქციის ფარგლებში, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებენ, ბიომეტრიულ პასპორტს კი − ნახევარ ფასად.საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა და ბიომეტრიული პასპორტი თანამედროვე, დაცული და ევროპული სტანდარტების შესაბამისი დოკუმენტებია. სპეციალური აქციით სარგებლობა საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის კვეთას, საქმისწარმოებას და იმ ელექტრონული სერვისებით სარგებლობას გაუმარტივებს, რომლებსაც მათ საქართველოს სახელმწიფო სთავაზობს. პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტები უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს, ასევე, საარჩევნო უფლების რეალიზაციაში დაეხმარება.სპეციალურ აქციაში ჩასართავად უცხოეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ან საკონსულო დაწესებულებებს ადგილზე უნდა მიმართონ.

მსგავსი სტატიები