საქართველოს რკინიგზამ განრიგი კვლავ განაახლა 24 05 21
საქართველოს რკინიგზა მგზავრთა გადაყვანას ხვალიდან კვლავ განახლებული განრიგით განაგრძობს. როგორია პანდემიის პერიდში მგზავრთა აქტივობა და რა რეგულაციების დაცვა უწევთ მგზავრებს . აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს ირინა ხიზანიშვილს ვესაუბრეთ,მისი განცხადებით ახალი განრიგის შესაბამისად თბილისი-ფოთი მგზავრთა გადაყვანა კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით განახორციელებს.მატარებლის განახლებული განრიგი შემდეგნაირია: თბილისიდან გასვლა 15:40- ფოთში ჩასვლა 21: 12 ,ხოლო ფოთიდან გასვლა 07:05 – თბილისში ჩასვლა 12:45,რაც შეეხება ბილეთის ფასს: პირველი კლასი- 28 ლარი მეორე კლასი – 16 ლარი ბიზნეს კლასი – 43 ლარი.