ბოლო 24 საათის განმავლობში ფოთში COVID 19 -ს 8 შემთხვევა დაფიქსირდა 24 05 21
საქართველოში კორონავირუსის 733 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.ჩინურ ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული ვაქცინით „სინოვაკით“ იმუნიზაციის პროცესი დღეიდან იწყება. „სინოვაკი“ „სინოფარმის“ მსგავსად, ინა ქტივირებული ვაქცინაა. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის განმარტებით, ადგილობრივი მარეგულირებლის დახმარებით „სინოვაკის“ გამოყენება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის გარეშე არის შესაძლებელი. ივანე ჩხაიძის თქმით, უახლეს დასკვნებზე დაყრდნობით „სინოვაკის“ ეფექტიანობა „ფეიზერის“ ვაქცინას უტოლდება- მას მხოლოდ ლოკალური გვერდითი მოვლენები ახასიათებს, რომელიც 2-3 დღე გრძელდება.ახლა რთულია თქმა, გადავიარეთ თუ არა პიკი, მაგრამ ფაქტია, ეპიდსიტუაციის დამშვიდების ტენდენცია გამოჩნდა, ანუ პიკს გადავდივართ, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.ეპიდსიტუაცია უკეთესია, ვიდრე ეს იყო ორი-სამი კვირის წინ, მაგრამ ყოველდღიურად 1 000 შემთხვევა ჩვენი ქვეყნისთვის ბევრია. მით უმეტეს, ის ყველაზე მძიმე ინდიკატორი, რომელიც გახლავთ სიკვდილიანობა. ამიტომ ისევ უნდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ ვიყოთ ძალიან ფრთხილადკორონავირუსის 733 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო ზემო სვანეთში 62 შემთხვევა გამოვლინდა. სამეგრელოს რეგიონში პაციენტები რუხის,სენაკის,აბაშის კლინიკებში,ფოთისა და ზუგდიდის ჰოსპიტალებში მკურნალობენ. ამ დროისთვის რუხის კლინიკაში იმყოფება – 149კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 39კოვიდ პაციენტი, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 22,სენაკი ლაზიკა მედში – 58 პაციენტი. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19ის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.