სიახლე 

1 ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შეზღუდვები სრულად მოიხსნება 25 05 21

კვების ობიექტებს აქვთ უფლება, შაბათ-კვირას, სტუმრები მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ ,თუმცა 1-ლი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი ყველა შეზღუდვა სრულად მოიხსნება.ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.,,ყველა სახის კვების ობიექტს საშუალება ექნება, სტუმრები დახურულ სივრცეშიც მიიღონ’’ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთელ რესტორატორებს ვესაუბრეთ, როგორც ისინი აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება მათთის მისასალმებელი და სასიხარულოა.აღსანიშნავია ,რომ შეზღუდვა ისეთ სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი თუ სხვა ძალაში რჩება.

მსგავსი სტატიები