სიახლე 

ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია თბილისში მიმდინარეობს 25 05 21

ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ენერგეტიკური პროექტია, რომელიც 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის უცხოური ინვესტიციებით ხორციელდება.მშენებელი კომპანია ,,ენკასი’’ რომელიც კასკადის აშენებას გეგმავს და საქართველოს მთავრობა, რომელიც მისი აშენების ნებართვას გასცემს, მოქალაქეებს,არწმუნებენ რომ ,,ნამახვანჰესი’’ იქნება უსაფრთხო ,თუმცა, მოსახლეობა პროექტის სანდოობაში არ არის დარწმუნებული და შესაბამისად პროტესტს გამოთქვამს, რის საფუძველზეც მათ აქცია მოაწყვეს. საწყის ეტაპზე ,,ნამახვანჰესის’’ წინააღმდეგ აქცია 28 თებერვალს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ,,ოფურჩხეთში’’, „ენკას“ ოფისთან იყო დაგეგმილი, თუმცა ორგანიზატორებმა იგი ქუთაისში გადაიტანეს,რადგან აქტივისტები შიშობდნენ, რომ შესაძლო პროვოკაციები რისკს შეიცავდა, მათი ვარაუდით შესაძლოა, პოლიციასთან ან სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან შეტაკებები მომხდარიყო.აქცია ქუთაისში 209 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა უშედეგოდ. სწორედ ამიტომ, აქციიამ 23 მაისს, თბილისში გადაინაცვლა.ამჟამად აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს. „ეწირება რიონის ხეობა ამ ყოველდღიურობას, ამიტომ ჩვენ ორიენტირებული ვართ შედეგზე, რომ გაჩერდეს პირველ რიგში ის სამშენებლო პროცესი, რომელიც აზიანებს ხეობას და მოვუწოდებთ კიდევ ერთხელ ყველას, რომ დავდგეთ სიმრავლით მტრების წინააღმდეგ“ განაცხადა, აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმანამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია, თბილისში მე-3 დღეა მიმდინარეობს და როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი დაშლას არ აპირებენ და აქციები პერმამენტულად გაგრძელდება,სანამ ყველა მოთოვნა არ შესრულდება.

მსგავსი სტატიები