სიახლე 

აფახაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ფოთში 28 05 21

დღეს ფოთში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის,განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ 21-ე საჯარო სკოლას  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია ესტუმრა, ხოფერიამ კურსდამთავრებულებს, სწავლის დასრულება მიულოცა და სკოლას კომპიუტერული ტექნიკა გადასცა.

„ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე  12 საჯარო სკოლა გვაქვს და განსაკუთრებულად მინდოდა ფოთის  შეხვედრა ყოფილიყო გამორჩეული. პანდემიის გამო ბოლო ზარი უჩვეულო ამპლუაშია, მაგრამ ყველაფერი მაინც ძალიან ლამაზი და კარგი სანახავი იყო“-აღნიშნა მინისტრმა ჩვენთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ეკა ხოფერია, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ყველა თორმეტივე  სკოლას ესტუმრა .

მსგავსი სტატიები