სიახლე 

ბოლო 24 საათის განმავლობში ფოთში COVID 19 -ს 13 შემთხვევა დაფიქსირდა 28 05 21

საქართველოში კორონავირუსის 1056 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ინდური შტამის დაფიქსირების გამო რეგულაციების გამკაცრება ამ ეტაპზე არ იგეგმება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. კითხვაზე, ვაქცინები, რომლებიც დღეს საქართველოშია შემოსული იცავს თუ არა ინდური შტამისგან, მან აღნიშნა რომ : „ამ ეტაპზე ის ვაქცინები, რომლებიც აღიარებულია მკაცრი მარეგულირებლებს მიერ, ისინი მოიცავენ და ფარავენ იმ შტამებს, რომლებიც ცირკულირებენ დღეს მსოფლიოში, მათ შორის არის კვლევები „სინოფარმზეც“, „სინოვაკზეც“, „მოდერნაზეც“, „ფაიზერზეც“ თვითონ ინდოეთის გამოშვება ვაქცინაზეც“. კორონავირუსის 1 056 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო ზემო სვანეთში 84 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამეგრელოს რეგიონში პაციენტები რუხის, სენაკისა და აბაშის კლინიკებში,ფოთისა და ზუგდიდის ჰოსპიტალებში მკურნალობენ. ამ დროისთვის რუხის კლინიკაში 148 კოვიდ პაციენტი იმყოფება -, ფოთის კლინიკაში – 39 კოვიდ პაციენტი, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 17, სენაკის ლაზიკა მედში – 48 პაციენტი. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-ის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გასული კვირის კოვიდ სტატისტიკაზე ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი ნინო ლეფსაია გვესაუბრება.

მსგავსი სტატიები