სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა 31 05 21
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა მალხაზ თორიამ დაკავებული თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი გადამღები ჯგუფი, სამეგრელო -ზემო სვანეთის უკვე ყოფილ რწმუნებულს, დაუკავშირდა და კომენტარის გაკეთება სთხოვა.
მალხაზ თორიამ სამაუწყებლო კომპანია ,,მეცხრე ტალღა’’-ს გავრცელებული ინფორმაცია დაუდასტურა,თუმცა მიზეზების დასახელებისაგან ჯერჯერობით თავი შეიკავა.
მალხაზ თორია აღნიშნულ თანამდებობაზე რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. მანამდე ის სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იყო. გუბერნატორის მოვალეობას, სავარაუდოდ, მისი პირველი მიადგილე ნინო ვიბლიანი შეასრულებს.
აღსანიშნავია,რომ სახელმწიფო რწმუნებულმა პოსტი დღეს 31 მაისს პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.