სიახლე 

ბოლო 24 საათის განმავლობში ფოთში COVID 19 -ს 8 შემთხვევა დაფიქსირდა 31 05 21

საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ალბათ ბოლო 2 წელიწადი ისევ მოგვიწევს პანდემიის პირობებში ცხოვრება, – ამის შესახებ ლევან რატიანმა განაცხადა. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ხაზი ვაქცინაციის მნიშვნელობას გაუსვა. „მთავარია ვაქცინაცია იყოს ეფექტიანი. თუ არ იქნება ვაქცინაცია ეფექტიანი, დაავადება კვლავ განვითარდება. ისრაელის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ვაქცინაცია ეფექტიანია. ეს დამოკიდებულია მობილობაზე და ეფექტიანობაზე. იმედია, ჩვენს ქვეყანაში მობილობა და ეფექტიანობა ძალიან მალე პრიორიტეტი გახდება განაცხადა ლევან რატიანმა. ბოლო მონაცემებით, დიდი ბრიტანეთში ბრიტანულ შტამს თანდათან ანაცვლებს ინდური შტამი. რისკი და ალბათობა ე.წ. ინდური შტამის შემთხვევების მომატების არსებობს, მაგრამ ამისგან მტრის ხატი არ უნდა შევქმნათ. ეს მუტაცია მუდმივად იყო, არის და იქნება. შესაბამისად, რეკომენდაციები რასაც მუდმივად ვაჟღერებთ, დაცული უნდა იყოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ინდურ შტამს ბრიტანული შტამისგან განსხვავებით აქვს შედარებით მეტი გავრცელების რისკი, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში. კორონავირუსის 360ახალი შემთხვევიდან სამეგრელო ზემო სვანეთში 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამეგრელოს რეგიონში პაციენტები რუხის, სენაკისა და აბაშის კლინიკებში,ფოთისა და ზუგდიდის ჰოსპიტალებში მკურნალობენ. ამ დროისთვის რუხის კლინიკაში 150 კოვიდ პაციენტი იმყოფება -, ფოთის კლინიკაში – 40 კოვიდ პაციენტი, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 20, სენაკის ლაზიკა მედში – 48 პაციენტი. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-ის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი სტატიები