სიახლე 

გიორგი გაახარიან პარტია ,,საქართველოსთვის” წარადგინა 31 05 21

29 მაისს, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარტია – „საქართველოსთვის“ პრეზენტაცია გამართა, ღონისძიება „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო სივრცეში მოეწყო.

პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარედ გიორგი გახარია აირჩიეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ახლად დაფუძნებული პარტიის წევრებმა გამართულ პარტიის ყრილობაზე მიიღეს, გახარიას კანდიდატურას პარტიის წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს, ამასთან, შეკრებაზე პარტიის წესდებაც დაამტკიცდა.

ინტერვიუ გახარია

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გიორგი გახარიამ პარტიის წარდგენაზე პირველ ნომრად გიორგი ხოჯევანიშვილი წარადგინა ,თუმცა ჯერჯერობით უცნობია ვის აირჩევს თბილისის მერობის  კანდიდატად..

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ჩვენ ოპოზიციური პარტიების ფოთელ ლიდერებს დავუკავშირდით და მათი აზრი მოვისმინეთ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი 18 თებერვალს დატოვა 29 მაისიდან კი ოპოზიციური პარტიის სახით განაგრძობს პოლიტიკაში მოღვაწეობას.

მსგავსი სტატიები