სიახლე 

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შევიდა 31 05 21

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში და ა ჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო ,ამის შესახებ სპეციალურ  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.„ჩემი აზრით, ჩვენ მოცემულ მომენტში მივიღეთ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, გადაწყვეტილება, რომელიც არც ერთ კომფორტის ზონას არ დაუტოვებს ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ მათ ბრძოლას გავუმართავთ ყველგან, იქნება ეს საპარლამენტო სხდომათა დარბაზი, აჭარის უმაღლესი საბჭოს დარბაზი, მოედნები, სოფლები, ქუჩები, ქალაქები, რაონები, მთა, ბარი – ბიძინა ივანიშვილს ექნება უდიდესი წინააღმდეგობა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.აღნიშნულ თემაზე ჩვენ „ერთიანი ნაცონალური მოძრაობის“ ფოთის წარმომადგენელს დარეჯან ცხვიტარიას დავუკავშირდით,თუმცა მან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.შეგახსნებთ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ  შარლ  მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, თუმცა პარლამენტში მაინც  შევიდა.

მსგავსი სტატიები