სიახლე 

ბოლო 24 საათის განმავლობაში ფოთში COVID 19 -ს 22 შემთხვევა დაფიქსირდა 01 06 21

საქართველოში კორონავირუსის 1 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძეს განცხადებით საქართველოში ე.წ. სამხრეთაფრიკული შტამის ერთი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა. მისივე თქმით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, მას დუბაიში მოგზაურობის ისტორია აქვს, მისი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უკვე სრულად განკურნებულია. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „მინისტრი თავს კარგად გრძნობს, თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. სამინისტროს სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილნი“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. ახალი შემთხვევების რაოდენობა არის დაახლოებით 800-დან 1000-მდე მიმდინარე პერიოდში, გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი უკავშირდება 2-3 კვირის წინანდელ პერიოდს – მაღალ მაჩვენებლებს. როგორც ვიცით, გარდაცვალების შემთხვევების მატება მოჰყვება მოგვიანებით, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, შემთხვევების კლებასთან ერთად გარდაცვალების შემთხვევების კლების ტენდენციაც უნდა შემცირდეს. „თუ, რა თქმა უნდა, არ გაუარესდა ეპიდემიური სიტუაცია. კორონავირუსის 1 233 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო ზემო სვანეთში 89 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამეგრელოს რეგიონში პაციენტები რუხის, სენაკისა და აბაშის კლინიკებში,ფოთისა და ზუგდიდის ჰოსპიტალებში მკურნალობენ. ამ დროისთვის რუხის კლინიკაში 140 კოვიდ პაციენტი იმყოფება -, ფოთის კლინიკაში – 40 კოვიდ პაციენტი, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 20, სენაკის ლაზიკა მედში – 53 პაციენტი. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19ის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი სტატიები