1 ივნისი ბავშვთა საერთაშორისო დღეა 01 06 2021
დღეს 1 ივნისია, ბავშვთა სააერთაშორისო დაცვის დღე, ამ დღესასწაულს მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ. დღესასწაულის დაარსების სურვილი, პირველად 1925 წელს, ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზე გაჟღერდა, როდესაც ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის შესახებ საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობდა.
პირველად ბავშვთა დაცვის დღე 1959 წელს აღნიშნეს და მსოფლიოს 51 ქვეყანა მოიცვა, მას შემდეგ ეს დღე ყოველწლიურად მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში აღინიშნება.
დღეს ჩვენს ქალაქშიც აღინიშნა 1 ივნისი, თუმცა პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე დღევანდელი დღეს განსხვავებულ ფორმატში, საზეიმო ღინისძიებების გარეშე გაიმართა.
ფოთელ ბავშვებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეთვალიერებინათ ნიკო ნიკოლაძის სახელობის მუზეუმი კოშკში, რომელიც დღის ბოლომდე უმასპინძლებს პატარა ვიზიტორებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა,რომელსაც თითქმის მთელი მსოფლიო აღნიშნავს.

