სიახლე 

1 ივნისთან დაკავშირებით ფოთის ბავშვთა ცენტრში ღონისძიება გაიმართა 01 06 21

ბავშვთა დაცვის  საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ,თვითმართველი ქალაქ  ფოთის ბავშვთა ცენტრში ღონისძიება  ჩატარდა.

აღნიშნული ღონისძიებისას კომპეტენტურმა პირებმა ბავშვებს რჩევები გაუზიარეს, მათ შორის იყო: ,,ბილივი’’-ის წარმომადგენელი, ანა ყურუა, რომელმაც ბავშვთა უფლებებზე და 1 ივნისის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 ღონისძიების განმავლობაში რაგბზე და ჯანსაღ ცხოვრებაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მორაგბემ, დიმა ბასილაიამ ისაუბრა.

 ბოლოს კი, ბილივის ფონდის დამფუძნებელმა – მარი ნადარაიამ ბავშვებს 1 ივნისი მიულოცა და მათ ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში და ბავშვთა უფლებებზე ესაუბრა.

 ღონისძიების ბოლოს, ბავშვებმა საცხოვრებელი ადგილის ეზო მოხატეს.

აღნიშნულ  ღონისძიებასთან დაკავშირებით,ჩვენ  ბავშვთა ცენტრის,მთავარ სპეციალისტს – ირმა გაბისკირიას ვესაუბრეთ.

შეგახსენებთ რომ 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა და ამასთან  დაკავშირებით თვითმართველი ქალაქ ფოთის ბავშვთა ცენტრში,საინფორმაციო-შემეცნებით  ღონისძიება გაიმართა.

მსგავსი სტატიები