1 ივნისთან დაკავშირებით,საბიბლიოთეკო გაერთიანების არტ სივრცეში ღონისძიება გაიმართა 01 06 21
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით საბიბლიოთეკო გაერთიანების არტ სივრცეში ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია ,,საქართველოში იბადებოდნენ“ გაიმართა, რომელშიც ლიტერატურული სალონის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ბიბლიოთეკის ფოიეში პატარა მხატვრების მათე ლაღიძის, მეგი ლორთქიფანიძისა და მარიამ კეკელიძის ნახატების გამოფენა მოეწყო.
დასასრულს კი გაერთიანების დირექტორმა ნუნუ ჭელიძემ კონკურსში მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ასევე საბიბლიოთეკო გაერთიანების სახელით სკოლის კურსდამთავრებულებს, ლიტერატურული სალონის ,,გულის სამელნეს“წევრებს ურთიერთთანამშრომლობისა და საზოგადოებრივ-კულტურულ ღონისძიებებში ჩართულობისთვის, მადლობის სიგელები გადაეცათ
აღსანიშნავია რომ, საბიბლიოთეკო გაერთიანებამ უწყვეტ რეჟიმში განაგრძო ყველა აქტივობა რომელიც პანდემიამდე იყო დაგეგმილი. ღონისძიება კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.

