ფოთში მკვლელობა მოხდა 02 06 21
ფოთში დღეს მკვლელობა მოხდა, შვილიშვილმა ბებია მოკლა. 70 წლამდე ქალი გარდაცვლილი მეზობლებმა იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ქალს სასიკვდილო ჭრილობები ბლაგვი საგნით მიაყენეს. მეზობლები და ოჯახის ახლობელები ჩვენთან საუბარში აცხადებენ , რომ 25 წლამდე ასაკის გოგოს ფსიქიკური პრობლემები აქვს, მათივე განცხადებით, ბებიასა და შვილიშვილს შორის კონფლიქტი და ხმამაღალი საუბარი არაერთხელ ყოფილა. უწყების ცნობით, სამართალდამცავებმა ,დამნაშავე 1998 წელს დაბადებული მ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ“” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.