სამეგრელო-ზემო სვანეთს ახალი გუბერნატორი ჰყავს 02 06 21
სამეგრელო – ზემო სვანეთს ახალი გუბერნატორი ყავს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლერი ბარნაბიშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში წარუდგინა.
„მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს და მთლიანად საქართველოს მთავრობას გამოცხადებული დიდი ნდობისთვის, ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად ძალიან დიდი პატივია ვემსახურო ჩემს ქვეყანას სწორედ იმ რეგიონიდან, რომელიც არის ჩემთვის მშობლიური და სადაც ვარ დაბადებული’’განაცხადა გიორგი გუგუჩიამ.
გიორგი გუგუჩია, წლების მანძილზე მუშაობდა სახელმწიფო უწყებებში, მათ შორის სამართალდამცავ სტრუქტურებში, იყო ანტიკორუფციული სააგენტოს სამხარეო დანაყოფის ხელმძღვანელი ,გიორგი გუგუჩია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე პრემიერ-მინისტრმა 31 მაისს დანიშნა.