სიახლე 

ჭანტურიას ქუჩის მცხოვრებლები მერიას დახმარებას სთხოვენ 02 0621

,,ჭანტურია’’-ს ქუჩაზე მდებარე 9 სართულიანი ბინა ხშირი წვიმების შედეგად დაზიანდა, რის გამოც, მოსახლეობას საცხოვრებლის დატოვება უწევს.
მოსახლეობა ადგილობრივ თვითმმართველოვბას დახმარებას სთხოვს,როგორც ისინი აცხადებენ, საპასუხოდ მერია მათ საქმის სასამართლო გზით,გადაწყვეტას სთავაზობს.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, რამდენიმე დაზარალებულ ოჯახს რთული საცხოვრებელი პირობებიდან გამომდინარე, მცირეწლოვანებთან ერთად ბინიდან გადასვლა და ნაქირავებში ცხოვრება მოუწიათ, ხოლო ქირის თანხას, მათ მერია უხდის, მაგრამ როგორც ისინი აღნიშნავენ, მერია ქირის გადახდას ყოველთვე აგვიანებს,ბოლო ორი თვის თანხა კი საერთოდ არ დაუფარავთ. მერიის შემოთავაზებული ალტერნატივით, რაც სასამართლოში ჩივლებას გულისხმობს, პროცედურა 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება, ადგილობრივი თვითმმართელობა კი გარანტიას ვერ იძლევა , რომ სამი წლის განმავლობაში მოსახლეობას ქირის ფულს გადაუხდის.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ჭანტურია ქუჩის მცხოვრებლებს დავუკავშირდით, დაზარებული მოსახლეობა მერიას კითხვებით მიმართავს.
,, როდემდე გვამყოფებენ ასეთ გაურკვევლობაში და რას აკეთებენ იმისათვის, რომ დაზარალებული მოსახლეობა დაუბრუნდეს თავის საცხოვრებელს’’ აღნიშნული კითხვაზე პასუხის მისაღებად ჩვენი გადამღები ჯგუფი ფოთის ინფრასტრუქტურის უფროსს იაგო რომანაშვილს დავუკავშირდით, როგორც მან განაცხადა: ბინის ქირის თანხა გადმორიცხულია და ამდღეებში აისახება მითითებულ ანგარიშებზე.
შეგახსენებთ,რომ ,,ჭანტურია’’-ს ქუჩაზე მდებარე 9 სართულიანი ბინის მცხოვრებლები, გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობების გამო, დროულ და სამართლიან დახმარებას ითხოვენ.

მსგავსი სტატიები