მეუფე იაკობი გახარიას უპირისპირდება 02 06 21
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი გიორგი გახარიას დაუპირისპირდა და საქართელოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს და უკვე ახალი ოპოზიციური პარტიის ლიდერს გაფრთხილება მისცა.
,,თუ დავინახე, რომ რუსეთისკენ გააქანეს საქართველო, აუცილებლად ჩავერევი”- განაცხადა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, იაკობმა.
როგორც მეუფე აღნიშნავს, ის არჩევნების პროცესშიც ჩაერევა და მის მიერ მხარდაჭერილ ,,ახალ ძალას’’ გამარჯვება არ გაუჭირდება. „თუ მე დავინახე, რომ რუსეთისკენ გააქანეს ვიღაცეებმა საქართველო, აუცილებლად ჩავერევი, ნახავთ, რომ ჩავერევი და ის ძალა, აუცილებლად დიდ პროცენტს აიღებს. ჩვენ ჩავუდგებით ახალ ძალას სათავეში, მოფიქრებულიც გვაქვს, რა უნდა გავაკეთოთ, არც მხარდაჭერა გაგვიჭირდება და არც არჩევნებში გამარჯვება“, -განაცხადა მეუფე იაკობმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ თავისი პოლიტიკური პარტია ,,საქართველოსთვის’’ 31 მაისს ოფიციალურად წარადგინა.