სიახლე 

ბოლო 24 საათის განმავლობაში ფოთში COVID 19 -ს 12 შემთხვევა დაფიქსირდა 08 06 21

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 023 ადამიანს დაუდასტურდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საბჭოს წევრებმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილეს. აღინიშნა, რომ შეინიშნება სტაბილიზაციის ტენდენცია. საბჭოს სხდომაზე ასევე იმსჯელეს ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებასა და ვაქცინების დამატებითი დოზების შემოსვლის ვადებზე. ამასთან, პრესსამსახურის ცნობით, აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე, საქართველოში ჯამში მობილიზებული იქნება 3,6 მილიონზე მეტი ვაქცინა, შესაბამისად, მასობრივი ვაქცინაციისთვის აქტიური მზადება იწყება. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ივნისში ქვეყანა „ასტრაზენეკას“ დამატებით დოზებს მიიღებს. მისივე თქმით, დანარჩენი ვაქცინების მოწოდების ვადებსა და დოზებთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია ჯერ არ აქვთ. ვაქცინაციასთან მიმართებით მეტი აქტივობაა ახალგაზრდა ჯგუფებში, ხანდაზმულებში ნაკლებად, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ხანდაზმულებთან მიმართებით მიზანმიმართული აქტივობები ხორციელდება. „ხანდაზმულთა სახლებსა და თავშესაფრებში ვაქცინაცია აქტიურია და ეს დაწესებულებები თითქმის სრულადაა მოცული დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 023 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო – ზემო სვანეთი – 108 შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად რუხის კლინიკაში იმყოფება – 137 კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში იმყოფება – 36 კოვიდ პაციენტი სენაკის კლინიკა სენამედში 12 კოვიდ პაციენტია ,აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 20 პაციენტი, სენაკი ლაზიკა მედში – 12 პაციენტია, ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით გასული 24 საათის განმავლობაში ფოთში კორონავირუსის 12ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მსგავსი სტატიები