„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 5 ივლისს თბილისში მომხდარი მოვლენები გააპროტესტა 08 07 21
დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებმა რამდენიმე დღის წინ, თბილისში განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს. კერძოდ 5 ივლისს თბილისში ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე, ფოტოგრაფებზე და აქტივისტებზე ძალადობა.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები ძალადობას გმობენ და სოლიდარობას უცხადებენ ჟურნალისტებს. „ვგმობთ იმ ვანდალიზმს, რაც ჩაიდინეს ჟუნალისტების მიმართ ეს იყო ამაზრზენი და არასდროს მომხდარა ასეთი გაუგებარი ამბავი“ – განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში ფოთის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა – დარეჯან ცხვიტარიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებმა რამდენიმე დღის წინ, თბილისში განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს.