სიახლე 

ფოთში „swing festival “ იმართება 08 07 21

30 ივლისიდან 1 აგვისტომდე, ოქროს ტბის ტერიტორიაზე, ფოთის მერიისა და კერძო სექტორის მხარდაჭერით, ახალი მუსიკალური ფესტივალი “SWING” ჩატარდება. სამი დღის განმავლობაში, 70-მდე ქართველი და უცხოელი არტისტი სამ სცენაზე გადანაწილდება და განსხვავებული გემოვნების მსმენელისთვის დაუკრავს. „დიდი იმედი გვაქვს, რომ ადგილობრივი მოსახლეობაც ძალიან აქტიურად ჩაერთვება“ – განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში ფესტივალის თანადამფუძნებელმა, ალექსანდრე ჯულაყიძემ.შეგახსენებთ, რომ 30 ივლისიდან 1 აგვისტომდე, ფოთის სანაპიროზე, ოქროს ტბის მახლობლად, ფოთის მერიისა და კერძო სექტორის მხარდაჭერით, ახალი მუსიკალური ფესტივალი “SWING” ჩატარდება. ფესტივალზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება.

მსგავსი სტატიები