სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონა ვირუსის 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 31 08 21

საქართველოში კორონავირუსის 4 778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსის მუტაციის სიჩქარე, სულ მცირე, 50%-ით მეტია, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ. აღნიშნულს სამეცნიერო ჟურნალ Genome Biology and Evolution-ში გამოქვეყნებული კვლევა ცხადყოფს. მედიკოსები აცრისკენ განსაკუთრებით ორსულებს მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ვირუსის „დელტა“ ვარიანტი სწრაფად ვრცელდება და განსაკუთრებით აგრესიულად, სწორედ ორსულებში და ბავშვებში მიმდინარეობს. საქართველოში უახლოეს მომავალში ანტივირუსული მედიკამენტების, მონოკლონური ანტისხეულების შემოტანა იგეგმება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. ევროკავშირმა აშშ კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერებმა მრავალჯერადი მუტაციის მქონე კორონავირუსის ახალი ვარიანტი გამოავლინეს. მეცნიერებს ჯერ არ დაუდგენიათ, არის თუ არა აღნიშნული ვარიანტი უფრო გადამდები და შეუძლია თუ არა ვაქცინებით გამოწვეული იმუნიტეტის დაძლევა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 549 811 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 493 414 გამოჯანმრთელდა, 7 408 კი, გარდაიცვალა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 753 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 79 პაციენტი. სულ აცრილთა რაოდენობა – 1 184 306-ს აღწევს, დღიურად აცრილია 25 670. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 778 ახალი შემთხვევიდან: სამეგრელო – ზემო სვანეთი – 405, ფოთში COVID-19 -ის 31 ახალი შემთხვევა . სულ ამ პერიოდისათვის რეგისტრირებულია 7139 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 6606 პაციენტი, გარდაცვლილი -76, აქტიური პაციენტი 457 მ/შორის სტაციონარშია 62, კარანტინში 12, ბინაზე 383. ევექსის ფოთის ჰოსპიტალშია 40 პაციენტი. ფოთის „ცენტრალური საავადმყოფო ბომონდში“ 37 პაციენტი.

მსგავსი სტატიები